ვაინახური კულტურის ფესტივალი ქუთაისში-'ვერ გავანსხვავებ, რომ მე ვარ ქისტი და სხვა ქართველი'

ქუთაისში, ანსამბლმა "პანკისი" ვაინახური კულტურის ფესტივალი გამართა. ფესტივალის მიზანს პანკისის ხეობისა და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე როგორც ჩეჩნური, ასევე ქისტური, თუშური, წოვათუშურ და ქართული სიმღერები და ცეკვები შესრულდა.
"ამ ეთნოსს ახასიათებს ძალიან ბევრი პოზიტიური, დადებითი და აღმაფრთოვანებელი რამ. ერთ-ერთი მათ შორის არის "ვაინახური კულტურა". ფესტივალის მიზანიც ეს იყო, რომ ვაინახური კულტურა გამოგვეტანა საქართველოს რეგიონებში, რათა პანკისი და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტები წარმოვაჩინოთ სხვა სახით,"-განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გელა მთივლიშვილმა.
"ჩვენი მთავარი მისიაა დაიმსხვრეს ის სტერეოტიპები, რაც არსებობს პანკისის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის წარდგენა. განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია ყველგან და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ვერ გავანსხვავებ, რომ მე ვარ ქისტი და სხვა ქართველი,"- განაცხადა ფესტივალის მონაწილე პანკისელმა ლინდა გომეშაშვილმა.
ფესტივალი დუშეთსა დ ახალციხეში უკვე გაიმართა, ხვალ კი ბათუმში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პანკისის დაკავშირება ხშირად სირიასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან ხდებოდა, სწორედ ნეგატიური გარემოს გაფანტვა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფესტივალის გამართვა დაიწყო.
მარუსა ხურციძე