Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვაინახური კულტურის ფესტივალი ქუთაისში

თარიღი : 4-06-2016, 21:54 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ქუთაისში, ანსამბლმა "პანკისი", ვაინახური კულტურის ფესტივალი გამართა.
ფესტივალის მიზანი პანკისის ხეობისა და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა.

აღნიშნული ფესტივალი ჩეჩნური და ინგუშური კულტურების გაერთიანებას გულისხმობს.

ფესტივალის ფარგლებში, როგორც ჩეჩნური ასევე ქისტური, თუშური, წოვათუშურ და ქართული სიმღერები და ცეკვები სრულდება.

"ამ ეთნოსს ახასიათებს ძალიან ბევრი პოზიტიური, დადებითი და აღმაფრთოვანებელი რამ. ერთ-ერთი მათ შორის არის "ვაინახური კულტურა", ფესტივალის მიზანიც ეს იყო, რომ ვაინახური კულტურა გამოგვეტანა საქართველოს რეგიონებში, რათა პანკისი და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტები წარმოვაჩინოთ სხვა სახით,"-განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გელა მთივლიშვილმა.

"ჩვენი მთავარი მისიაა, დაიმსხვრეს ის სტერეოტიპები,რაც არსებობს პანკისის შესახებ,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის წარდგენა. განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია ყველგან და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ვერ გავანსხვავებ,რომ მე ვარ ქისტი და სხვა ქართველი,"- განაცხადა ფესტივალის მონაწილე პანკისელმა ლინდა გომეშაშვილმა.

ფესტივალი დუშეთსა დ ახალციხეში უკვე გაიმართა, ხვალ კი ბათუმში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პანკისის დაკავშირება ხშირად სირიასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან ხდებოდა, სწორედ ნეგატიური გარემოს გაფანტვა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც დაიწყო ფესტივალის გამართვა საქართველოში.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 1777-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული ფესტივალი ჩეჩნური და ინგუშური კულტურების გაერთიანებას გულისხმობს.
"ქუთაისის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მითხრა საცემი ხარ, მაგრამ აქ ვერ გცემო"
მთივლიშვილის ბრალდებებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ეხმაურება.
ფესტივალზე მისულ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ერთმანეთის შესაღებად უსაფრთხო ფერადი საღებავი გამოეყენებინა.

ამინდი