ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
თარიღი : 4-06-2016, 21:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მაღალი სიჩქარით მოძრავი "BMW"-ს მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მანქანაში 2 ადამიანი იჯდა, რომლებმაც შეჯახების შედეგად დაზიანება მიიღეს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ფოტო: ძველი ქალაქი