Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისი ტყუილუბრალოდ ლანძღვას არ იმსახურებს'-მერიის პასუხი გელა მთივლიშვილს

თარიღი : 4-06-2016, 21:10 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ქუთაისის ოპერის თეატრში 4 ივნისს ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართა. აღნიშნული ფესტივალის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორმა გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში ეთნიკურ უმცირესობას შესაბამისად არ დახვდენენ, რისთვისაც მთივლიშვილმა ქალაქის მერისა და მერიის მისამართით საყვედური გამოთქვა.

,,ასეთი დახვედრა მოუწყეს ქუთაისის ოპერის თეატრში ეთნიკურ უმცირესობას. მადლობა თქვით დარბაზი რომ დაგითმეთო, ასე, პირდაპირ. რისთვის ჩამოეთრიეთო. იყო უამრავი პრობლემა, ერთი პირი არ მოგვამაგრეს დასახმარებლად. 4 სკამი ძლივს ვიშოვეთ დამკვრელებისთვის. მერის და მერიის მისამართით საყვედური გამოვთქვი. ამბავი უმალ მიუტანეს. ფესტივალის დასრულების შემდეგ ვიღაც ტიპი მირეკავს, ზვიად ჯავახია ვარ, მერიის ადმინისტრაციის უფროსიო. გავედი და მეუბნება, რატომ აყენებ მერს შეურაცხოფას, საცემი ხარ, მაგრამ აქ ვერ გცემო,"-აცხადებს მთივლიშვილი.

გელა მთივლიშვილის საყვედურს ქუთაისის მერიაში იმით უპასუხეს, რომ ქალაქი და მისი ხელმძღვანელობა ვაინახური კულტურის ფესტივალის ორგანიზატორისგან ლანძღვას არ იმსახურებს.

,"ქუთაისის მერიას, ვაინახური კულტურის ფესტივალთან დაკავშირებით, გელა მთივლიშვილი დაუკავშირდა. მერიამ ქუთაისის ოპერის თეატრის იჯარისა და აპარატურის თანხა გადაიხადა. დანარჩენი საორგანიზაციო საკითხები ორგანიზატორს უნდა მოეგვარებინა. გელა მთივლიშვილს ქუთაისის ლანძღვის უფლებას არავინ მისცემს,"-განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ვაინახური კულტურის ფესტივალს საქართველოს ოთხ ქალაქში(ქუთაისი, ბათუმი, დუშეთი,ახალციხე) პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ მართავს.

ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობისა და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა.



ნათია სვანიძე


ნანახია: 2035-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ქუთაისის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მითხრა საცემი ხარ, მაგრამ აქ ვერ გცემო"
აღნიშნული ფესტივალი ჩეჩნური და ინგუშური კულტურების გაერთიანებას გულისხმობს.
ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ქუთაისის კულტურის და ტრადიციების
ოპერის დასი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის მხარდამჭერ აქციას მართავს.
ქუთაისის ოპერის თეატრში პოლონეთის კაპელის კონცერტი ცარიელ დარბაზში ჩატარდა.

ამინდი