Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნების' პერიოდში დაწყებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში იმერეთის რეგიონიც მოხვდა

თარიღი : 4-06-2016, 18:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპების დაჩქარებაზე. ივანიშვილი ამბობს, რომ მაგალითად, ბოლო წლებში 2,5–ჯერ მეტი ავტობანი შენდება ვიდრე წინა მთავრობის დროს შენდებოდა.

აღნიშნული წერილის გავრცელების შემდგომ, commersant.ge აქვეყნებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალას იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ქართული ოცნების 4–წლიანი მმართველობის პერიოდში დაიწყო და დასრულდა, ან დაიწყო და განხორციელების ეტაპზეა. აღნიშნულ ნუსხაში, იმერეთის რეგიონში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც მოხვდა.

ზესტაფონი-ქუთაისის ჩქაროსნული გზა


http://www.picz.ge/img/s4/1606/4/5/53a65e7cc9c4.png


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში 15.2 კმ-იან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4–ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.

წყალტუბო

http://www.picz.ge/img/s1/1606/4/8/87e015c13325.jpg


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით წყალტუბოში, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია და მასზე 500 ადამიანზე მეტი დასაქმდა.

სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს, „ქვევრის სახლი"-ს მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა სახელოსნოს მშენებლობას ხორციელებს. პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.
პროექტ „ოქროს გზის" ფარგლებში ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე „მაწვნის სახლი" გაიხსნა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ალავერდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა და აღიჭურვა „მაწვნის სახლი", რომელიც ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. „მაწვნის სახლის" მშენებლობა-აღჭურვისთვის 935 000.00 ლარი დაიხარჯა. მშენებლობაზე 50ადამიანი იყო დასაქმებული.აღნიშნული ტურისტული ობიექტის მიზანი ქართული ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებაა.


ნანახია: 2139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა.
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის

ამინდი