სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება
თარიღი : 4-06-2016, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები

სამტრედია–გრიგოლეთის პირველი, 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას მოიცავს.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთზე მოძრაობა ზაფხულში დაიწყება და შესაძლებელი გახდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის დასრულებულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულეს.