Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რა სამუშაოებიც დღეს ქუთაისში მიმდინარეობს, ამის მეათედიც კი არ გაკეთებულა ყოფილი ხელისუფლების დროს'

თარიღი : 4-06-2016, 16:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქში მიმდინარე სამუშაოებზე საუბრობს. მურღულიას თქმით, ქალაქის კეთილმოწყობისთვის რამდენიმე ასეულ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ქალაქის მერი, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების დროს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ ის რასაც ისინი ქუთაისში აკეთებენ "ნაციონალურ მოძრაობას" 9 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია.

შოთა მურღულია ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ამ შენობების ასაშენებლად 3-ჯერ მეტი თანხა გადაიხადა ვიდრე მათი თვითღირებულებაა.

"ქუთაისში წყლის მილები, რომელიც მიწაშია განთავსებული მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული. საშინელ მდგომარეობაშია. ამიტომ მიმდინარეობს წყლის მილების შეცვლა. წარმოიდგნეთ, რომ მილები რომ არ შეცვლილიყო მთელი ქალაქი დაიტბორებოდა და წყალი არც ერთ ოჯახში არ მივიდოდა. როგორი სამუშაოებიც დღეს ქუთაისში მიმდინარეობს, ამის მეათედით კი არ გაკეთებულა ყოფილი ხელისუფლების დროს. მათ გააკეთეს მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მართალია უხარისხოდ, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ გააკეთეს, რომელიც დაჯდა 15 მილიონი. მე კიდევ ვსაუბრობ ასეულობით მილიონ ლარზე, ეს ის თანხაა, რომელიც ქუთაისის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება. პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობა დაჯდა 3-ჯერ მეტი, ვიდრე მისი თვითღირებულებაა. ეს თანხა ქალაქისთვის, რომ მოეხმარათ, რა თანხაც მათ ამ მშენებლობისთვის ზედმეტად გადაიხადეს და დავუშვათ პარლამენტი ერთი წლის მერე გახსნილიყო არაფერი დაშავდებოდა. მე ძალიან მინდა, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, მაგრამ მე ვამბობ, რომ იმაში, რაც ღირს ერთი ლარი, არ უნდა გადაიხადო სამი. ამ შენობებში კი გადახდილია 400 მილიონი ლარი, ამ თანხად ქუთაისის წალკოტად ქცევა იყო შესაძლებელი. ამ შენობებს ააშენებდი ჯამში 100 მილიონ ლარად, "- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ტელეკომპანია"რიონის" გადაცემა "ობიექტურ აზრში" სტუმრობისას.


ნანახია: 2987-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ შოთა მურღულიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
მურღულიას თქმით, „ნაციონალებმა“ დღეს მორიგი სიცრუე გაავრცელეს ქუთაისში პარლამენტის მიმართ მის პოზიციასთან დაკავშირებით.
განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილი შენობა სავარაუდოდ
შოთა მურღულიამ 2014 წელს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა და ქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი შეაჯამა
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.

ამინდი