Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ენერგეტიკის მინისტრმა სამტრედიაში გაზგამანაწილებელი ახალი ქსელი გახსნა

თარიღი : 3-06-2016, 20:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის რაიონის სოფელ ჭოგნარსა და სოფელ ტოლებში გაზგამანაწილებელი ახალი ქსელები ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ჭიღვარიამ, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ გახსნეს.

ახალი გაზსადენის საშუალებით, ქსელზე მიერთებას 316 პოტენციური აბონენტი შეძლებს, მათ შორის: სოფელ ჭოგნარში 163 ოჯახი, რომელთაგანაც 63 ოჯახი უკვე მიერთებულია ქსელზე, ხოლო სოფელ ტოლებში 153 ოჯახი, რომელთა ქსელზე მიერთება გუშინ დაიწყო.

დღეისათვის, იმერეთის რეგიონში აშენებულია 618 კილომეტრიანი მილსადენი და გაზიფიცირებულია 15 200 პოტენციური აბონენტი. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია 600 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომელიც დამატებით 15 000 აბონენტს მისცემს ქსელზე მიერთების საშუალებას.


ნანახია: 1871-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.
გივი ჭიჭინაძე სოფელ ზემო ნოღაში გიორგაძეების ოჯახს ესტუმრა.
ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

ამინდი