ხარაგაულში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ
თარიღი : 3-06-2016, 19:14 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ.
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განახორციელა და მუნიციპალიტეტის 4 მცხოვრებს დაეხმარა.
თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით ისეთ პირებს გადაეცათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ, მაგრამ დაზიანებული. ის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებდნენ დამხმარე მოწყობილობებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით შეირჩნენ.
მსგავსი ტიპის აქტივობა საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენჯერმე განახორციელა.