Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სერიალ 'ჩემი ცოლის დაქალების' გადაღებები ქუთაისში (ვიდეო)

თარიღი : 3-06-2016, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები ქუთაისში სულ რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. თითქმის მთელ ქუთაისში, მათ შორის გორაზე, საფიჩხიასა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ორი სერია გადაიღეს.

აღნიშნული ეპიზოდები ორი პერსონაჟის- მანანასა და ჯემალის გაცნობის სცენას ასახავს. სიუჟეტი ძველ ქუთაისში ვითარდება და იგი ლეო ანთაძისა და მედეა ლორთქიფანიძის გმირების სასიყვარულო ისტორიას აცოცხლებს.

სერიალში მოქმედება 1974 წელს ხდება. ძველი ეპოქის გარემოს შესაქმენლად ქუთაისის ლადო მესხიშვილის მსახიობებთან ერთად, გადამღებ ჯგუფს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბავშვები დაეხმარნენ, რომლებმაც პიონერი ახალგაზრდების როლი მოირგეს.

უფრო ვრცლად, იმის შესახებ თუ როგორ და რა ვითარებაში ხდებოდა სერიალის ჩაწერა, ექსლუზიურად “Topnews”-ის მკითხველს გადასაღები მოედნიდან ფოტო და ვიდეო მასალის გარდა, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გადამღები ჯგუფის წევრებისა და მსახიობების კომენტარებს ვთავაზობთ.

„ჩვენი სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი იხსენებს, თუ როგორ გაიცნო მეორე პერსონაჟი. მოქმედება ხდება ძველ ქუთაისში. ჯამში 3 დღე ვართ გადაღებებზე.ჯერ არ ვიცით, თუმცა ქუთაისში გადაღება მომავალშიც თუ დაიგეგმება, სიამოვნებით ჩამოვალთ. უმეტესობა ადგილობრივი, ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან. რთული, მაგრამ საინტერესო გადაღებები იყო. ფაქტიურად მთელი ქუთაისი შემოვიარეთ. ძალიან დიდი მადლობა ქუთაისს და თქვენ,“- განაცხადა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა გიორგი ნაზარიშვილმა.

„ქუთაისელებზე ძალიან ბევრის ლაპარაკი შემიძლია იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ქალაქი და მესხიშვილის თეატრის მსახიობები. გადაღებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვედი, ქუთაისელი მსახიობებისთვის ჩამოვიტანეთ სერიალის სცენარი სინჯებისთვის. ჩავწერეთ, წავიღეთ თბილისში და შემდეგ იქ დავამტკიცეთ მსახიობები. ცოტა გაგვიჭირდა ისეთი მსახიობების პოვნა, მანანასა და ჯემალის რომ გვანან ფიზიკურად. მედეას პრობლემა უცებ გადაიჭრა, მაგრამ ბატონი ლეოს- არა. შემდეგ თვითონ ხუმრობდა, რომ უნიკალური გარეგნობა მაქვს და ჩემს მსგავს ვერ მოძებნითო,თუმცა ეს ბიჭი მანერით, სიარულით, პლასტიკით გავს მას და ამიტომ დავამტკიცეთ როლზე. მოლოდინები გამართლდა, ნამდვილად ნიჭიერები არიან,“-განაცხადა ქასთინგ მენეჯერმა ეკა ნიჟარაძემ.

„ძალიან საინტერესო როლია, იმიტომ რომ ჯერ გენიალური მსახიობი თამაშობს და თან პერსონაჟია ძალიან საინტერესო. გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და აქ ძალიან საინტერესო გარემოა,“-განაცხადა მსახიობმა ლევან ხარჩილაძემ (პერსონაჟ ჯემალის როლის შემსულებელმა).

„ჩვენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებებში ვიღებთ მონაწილეობას, აქ ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრი“-ს თეატრალური სკოლიდან მოვხვდი და პიონერების როლს ვასრულებთ. ძალიან მომწონს გადაღებები,“- ამბობს „ახალგაზრდული ცენტრის“ მოსწავლე გიორგი ფხაკაძე.








http://www.picz.ge/img/s4/1606/3/c/c7f8a758d481.jpg



http://www.picz.ge/img/s4/1606/3/c/c361af5d50ab.jpg



http://www.picz.ge/img/s2/1606/3/c/ce04f212ba61.jpg



http://www.picz.ge/img/s3/1606/3/e/e46956d63a99.jpg



http://www.picz.ge/img/s3/1606/3/0/0a9f99e80441.jpg




მარუსა ხურციძე


ნანახია: 6238-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, რუსთაველის თეატრის მსახიობები სპექტაკლს "მოხუც ჯამბაზებს" ითამაშებენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.
როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ენდი ძიძავა აცხადებს, სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნას მიეძღვნა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები გია ყანჩელს შეხვდნენ.
თეატრის საერთაშორისო დღე ქუთაისში ყოველწლიურად აღინიშნება.
დაშავებული ქალბატონო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელში მცხოვრებლების თქმით, წყლის მოსაპოვებლად მათ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად სულ ათი კანდიდატი იბრძოლებს.

ამინდი