ქუთაისის მერია არასამთავრო ორგანიზაციების ბრალდებების საპასუხოდ დოკუმენტებს აქვეყნებს
თარიღი : 3-06-2016, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ათი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებით, მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი ეხმაურება. ჭეიშვილის განცხადებით, მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს.
"ვინც ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ კაფე-ბარი "არგო" შენდება კანონის სრული დაცვით კიდევ ერთხელ ავუხსნით.
ტერიტორია, სადაც ,,არგო“ შენდება რუსთაველის 9 „ბ“-ში მდებარეობს. მოცემული ტერიტორია არ არის დატვირთული მწვანე საფარით, არ იჭრება არცერთი ხე.
პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე „რიონის“ სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. გზების დეპარტამენტმა იგივე შინაარსის წერილი მიწერა არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპა ჩვენი სახლია“, რომლის წარმომადგენლებიც ნაციონალური მოძრაობის რიგებში ირიცხებოდნენ.
ჩვენთვის სრულებით გაუგებარია დღევანდელი მათი ბრიფინგის და აღშფოთების მიზეზი.
კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ დოკუმენტაციას, რომელიც, იმედი გვაქვს, ახლა მაინც იქნება წაკითხული და გაგებული ისე როგორც არის.
ამ თემით სპეკულირება მიგვაჩნია პოლიტიკურად მართულ პროცესად,"- ამბობს ჭეიშვილი.