Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი ქვეყნის ძლიერება სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული'

თარიღი : 3-06-2016, 16:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
"საქართველოში დაწყებულია სოფლის ფეხზე წამოდგომის შეუქცევადი პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის ძლიერება სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით, 1000-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა, ასევე, გაიხსნა ახალი საწარმოები.

„მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოსთვის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იდენტობა დღემდე შემოინახა და ამდენად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება. მოხარული ვარ, რომ ეს საწარმო გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ - 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს სოფელი ფეხზე წამოდგომას იწყებს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი შევიდა საქართველოს ოჯახებში, მათ შორის, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ძალიან მზარდი დინამიკაა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის სოფლად წელმაგარი, წელში გამართული ოჯახების არსებობის საწინდარი, რაც ქვეყნის ძლიერების წინაპირობაა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგება რეალიზაციის საკითხს. უკვე შექმნილია სპეციალური ინსტიტუტი ექსპორტის წახალისებისთვის, რომელიც უახლოეს თვეებში დაიწყებს ფუნქციონირებას და გამოყოფილია ათობით მილიონი სპეციალური რესურსი საქართველოს ღვინის ექსპორტის წახალისებისთვის. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის რეალიზაციის დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება, რაც ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზარი რუსეთის სახით, მაგრამ ვითვისებთ ახალ ბაზრებს, როგორიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, ასევე - ჩინეთის ბაზარს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება, ასევე აშშ-ში იზრდება ქართული ღვინის რეალიზაცია და ჩვენი სახელმწიფოს, მთავრობის მიზანდასახული ქმედებებით, მივაღწევთ რეალიზაციის დივერსიფიკაციას", - აღნიშნა პრემიერმა.

„საქართველოს ექნება საშუალება, ბორდოში წარმოადგინოს ქართული მეღვინეობის მიმართულება, როგორც აკვანი მსოფლიო მეღვინეობის ცივილიზაციისა. ჩვენთვის უაღრესად საამაყოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და ბორდოს მერი თავიანთ გამოსვლაში ახსენებენ, რომ საქართველო მეღვინეობის ცივილიზაციის აკვანია. ეს არის უდიდესი მიღწევა", - განაცხადა პრემიერმა და ამ უდიდეს მოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქართველ მეღვინეებსა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებს.


ნანახია: 527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული, სივრცითი
საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია. მკვლევარების ინფორმაციით,
პრემიერის თქმით, ლურსმანაშვილი საქართველოს პარლამენტში ხალხის ხმამაღალი ხმა იქნება.
ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ
აღნიშნული კანდიდატურა მოსახლეობას პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.

ამინდი