'ეს არის ნებართვა, რომელიც ქუთაისის მერიამ თავის თავს გამოუწერა'
თარიღი : 3-06-2016, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ეს არის ნებართვა, რომელიც ქუთაისის მერიამ თავის თავს გამოუწერა,"-აცხადებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" წარმომადგენელი გვანცა თოთაძე ქუთაისში კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
ქალაქის მასშტაბით ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მედიის წარმომადგენლებისათვის შეხვედრა მოაწყო, სადაც ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელსაც მათივე თქმით, ქუთაისის მერია კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის ნებართვის დოკუმენტს უწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის მერს სიცრუეში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ დოკუმენტები, რომლებიც თითქოსდა მშენებლობის ნებართვას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ იმას ასახავს, რომ მსგავსი საკითხის განხილვა აღნიშნული სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაზე ადგილობრივი თქვითმმართველობის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნისაკენ მოუწოდებს.
,,დავნიშნით სხდომა და წერტილი დავუსვათ ამ საკითხსს, რათა დაცული იყოს კულტურული მემკვიდრეობა,"-აცახდებს გოქაძე.
ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მურღულიას განცხადება, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და გზების დეპარტამენტმა მშენებლობის ნებართვები გასცეს არასწორია და მათივე თქმით, ერთმა დეპარტამენტმა აღიარა რომ ტერიტორია არ შეუსწავლია, ხოლო მეორეს ნებართვა არ გაუცია.
ნათია სვანიძე