ტყიბულის სოფელ ცუცხვათში სახერხი საამქროების მუშაობაში დარღვევები აღმოაჩინეს
თარიღი : 3-06-2016, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათში სახერხ-საამქროს რეგლამენტის პირობების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.დეპარტამენტის განცხადებით, არც ერთი მათგანი არ არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების ელექტრონულ ბაზაში. ამასთან, ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა წაბლის სახეობის დაუფირნიშებელი მორები.