Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ინოვაციური იდეების შექმნაზე იმუშავებენ

თარიღი : 3-06-2016, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თამარ მეფის N59) პროექტი ATSUHACK_ი იწყება. აღნიშნული პროექტი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის საინიციატივო ჯგუფის მიერ, FABLAB_ATSU, IHUB თბილისის, საქართველოს ინოვაციების და ტენოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით იმართება.

პროექტის მიზანს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათთვის შესაძლებლობების გამოვლენაში ხელის შეწყობა წარმოადგენს.

პროექტი, რომელიც 17 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება, 19 ივნისს დასრულდება და მასში მონაწილეობას დაახლოებით 100 ადამიანი, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური ფორმით მიიღებს. მონაწილეები 48 საათის განმავლობაში ახალი ინოვაციური იდეების შექმნაზე იმუშავენ, ხოლო დავალების შესრულების დროს მონაწილეები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად აღჭურვილ სივრცეში განთავსდებიან, რომლის დატოვების უფლება (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა) მათ არ ექნებათ. შესვენებების დროს სპეციალურად მოწვეული სპიკერები წინასწარ განსაზღვრულ თემატიკაზე ჩააატარებენ ლექციას.

ჯგუფებისთვის სამუშაოდ მიცემული 48 საათის ამოწურვის შემდეგ, თითოეული გუნდი პრეზენტაციის სახით წარადგენს საკუთარ ნამუშევარს.

პროექტს ეყოლება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გამოავლენს ჟიური. შესაბამისად გადანაწილდება საპრიზო ფონდი 8 000 ლარი (I - 4000 ლარი, II - 2500, III - 1500 ლარი).

პროექტის სპონსორები Microsoft-ი და მაკნატუნა არიან, ხოლო გენერალურ სპონსორს VTB ბანკი წარმოადგენს.


ნანახია: 2407-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი 19 ივნისს დასრულდება და მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. მონაწილეები 48
პროექტი, რომლის საპრიზო ფონდი 8 0000 ლარს შეადგენს, 19 ივნისს დასრულდება. პროექტის შედეგად კი 3 გამარჯვებული გამოვლინდება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პროექტში ჩართვა სტუდენტებმა შესთავაზეს.
48 საათის განმავლობაში მიმდინარე ჰაკათონის შედეგად, 12 პროექტი შეიქმნა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარე ,,სტუდენტური დღეები 2013''
პროექტის მიზანს თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეების ჩართულობის ზრდა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება წარმოადგენს.

ამინდი