ქუთაისში ჟესტური ენის სპეციალისტებს გადამზადება ჩაუტარდათ
თარიღი : 3-06-2016, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში „ქართული ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი დამწყებთათვის“ ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა „თაირისმა“ განახორციელა.
მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. დახურვის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი, საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ექსპერტი ყრუთა საკითხებში მაია მეტონიძე, სატრენინგო მოდულის ტრენერ-ექსპერტი თამარ ჯიქიძე და ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თამუნა ნიკოლეიშვილი.
6 თვიან საპილოტე პროგრამაში სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 პირი იყო ჩართული. გადამზადება იმ ადამიანებმა გაიარეს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ურთიერთობა და რომელთათვის ჟესტური ენის ცოდნა კომუნიკაციის ერთადერთი ფორმაა.