'ვანელობა 2016',- ვანმა ქალაქის დღესასწაული აღნიშნა
თარიღი : 3-06-2016, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ვანელობა“ მასშტაბურად აღინიშნა. დილიდან წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა, რომელსაც გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან,მოწვეულ სტუმრებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრო.
ვანის მუნიციპალიტეტში დღის მანძილზე გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წირვის შემდეგ ქალაქ ვანის N1 საბავშო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. ბაღი, რომლის მშენებლობა გასული წლის მიწურულს დაიწყო, 200 ბავშვზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. შენობის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 381. 000 ლარი დაიხარჯა.

ვანელობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებმა მთელი ქალაქი მოიცვა. გამგეობის მიმდებარე სკვერში ვანელი მუსიკოსების, მოცეკვავეების და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა, გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი და ხალხური რეწვის ნიმუშები.კონცერტის პარალელურად „ხრიდოლის ფედერაციის“ წევრებმა ქართული საბრძოლო ხელოვნება მაყურებლის თვალწინ გააცოცხლეს.
დღესვე, ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, თავისუფალი თეატრის მსახიობების მონაწილეობით სპექტაკლი“ ხვალ შობაა“ გაიმართა, რომელსაც გამგებელი ზაზა ხურციძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
სპექტაკლის შემდეგ სტუმრებმა ქალაქის ცენტრში მოწყობილი სცენისკენ გადაინაცვლეს სადაც შეკრებილ საზოგადოებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა „საპატიო ვანელები“ წარუდგინა.
ვანის მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მისი ღირსეულად წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის „საპატიო ვანელი“-ს წოდება მიენიჭათ: ელიზბარ ლომინაძეს, ავთანდილ ნიკოლეიშვილს, ზურაბ ხელაძეს , თორნიკე სულაბერიძეს, ელგუჯა ადეიშვილს, რევაზ ლასხიშვილს და ბესარიონ (მოურავი) ლილუაშვილს.
ვანელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტით დასრულდა, რომლის წამყვანიც ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი ლაშა რამიშვილი გახლდათ. ფინალურ კონცერტში ანსამბლი "გორდელა“, ჯგუფი „არგო“ და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

NS