ლუდის ბარი 'ბოჭკები,'-სასიამოვნო სიახლე ლუდის მოყვარულებისთვის ქუთაისში
თარიღი : 3-06-2016, 01:38 | კატეგორია: ახალი ამბები, რეკლამა

ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია მსოფლიოში. შესაბამისად, მუდმივად იზრდება ლუდის ბარებისა თუ ლუდსახარშების რიცხვიც. საქართველოში ადგილობრივ წარმოებებთან ერთად ბევრია უცხოური ლუდის სახეობებიც, რომლებსაც მუდმივად კონკურენტულ გარემოში უწევთ რეალიზაცია, განსაკუთრებით აქტიური პერიოდი კი ამისთვის ზაფხულია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საუკუნეების წინ აწარმოებდნენ ლუდს, სახელი კი რომელმაც ათეულ წლებს გაუძლო, ნაკლებია.
ლუდი ,,აია“ თითქმის სამი ათეული წელია არსებობს საქართველოში და მის მიმართ მოსახლეობის ინტერესიც მუდმივად მზარდია. ამის დასტურია ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია ,,აია“-ს მიერ ქუთაისში, კიდევ ერთი ლუდის ბარის გახსნა. როგორც ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ამბობს, ლუდსახარში „დვალიშვილი“ კომპანია ,,აიას“ შემდეგ მეორე კომპანიაა ოჯახისთვის და მას სულ მალე მიემატება მესამე კომპანია - „ღვინის სახლი დვალიშვილი“.
,,2011-2012 წლამდე რომელიმე კომპანიას გვარის სახელს ვერ დაარქმევდი. ახლა წამოვიდა ეს ტენდენცია და მივესალმები. კიდევ ერთი კომპანიაა საქართველოში ,,დუგლაძეები“, რომელთა საქმიანობასაც ძალიან კარგად ვიცნობ და დიდ პატივსაც ვცემ. მათ ეკუთვნით ამ სახელის ტარება- დიდი დამსახურება აქვთ იმიტომ, რომ მამა ჰყავდათ კარგი ადამიანი და მე თუ ,,დვალიშვილი“ დავარქვი კომპანიას, მამა მყავდა კარგი ადამიანი და მას ქუთაიში, ნამდვილად ეკუთვნოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ასევე, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დუგლაძეების მამა და მამაჩემი, რეზო დვალიშვილი მეგობრები იყვნენ.
ლუდის ბარის სახელიც უცვლელია- ადრე აქ იყო ლუდის ბარი ,,ბოჭკები“ და რადგან ისევ ამ ეზოში აშენდა ახალი ლუდსახარში, ამიტომაც სახელიც სიმბოლურად დავარქვით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი აქაურობას დღესაც ძველი სახელწოდებით მოიხსენიებს. მართალია ,,ბოჭკები“ რუსული სიტყვაა, მაგრამ ,,კასრები“ არ უხდება სახელს. ეს არის ტიპიური ლუდის ბარი მისთვის დააახასიათებელი კერძებით. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი კი ადგილზე მოხარშული, ხარისხიანი ლუდი ,,აია“ იქნება,“-განაცხადა ამბერკი დვალიშვილმა.

ცნობისთვის, „ლუდსახარში დვალიშვილი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და 2016 წელს გაიხსნა ჭავჭავაძის #8-ში. მცირე ზომის ახალი კომპანია აწარმოებს ლუდს სახელწოდებით „აია“ -ს, თუმცა ადრინდელთან შედარებით, უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით.
R