რა ხდება რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ნიკეას ქუჩაზე? (ვიდეო)
თარიღი : 2-06-2016, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია 2015 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა კი 2017 წლის მაისია.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები ეწყობა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ რამდენიმე თვის წინ სამუშაოების უფრო მალე დასრულება ივარაუდა, ვიდრე ეს გაწერილია.
"ვვარაუდობთ, რომ ქუჩა სრულად რეაბილიტირებული 2016 წლის ბოლოსთვის იქნება. შემსრულებელი კომპანია დაჩქარებული ტემპით და ხარისხიანად მუშაობს,"-აცხადებს მურღულია.
თუმცა ქვემოთ ნაჩვენები კადრების გადაღების პროცესში ნიკეას ქუჩაზე არც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და მიმდებარე ტერიტორიაზე არც საჭირო ტექნიკა იყო მობილიზებული.
გთავაზობთ ვიდეო მასალას, რომელშიც აღბეჭდილია ნიკეას ქუჩის იმ გზის მდგომარეობა, სადაც ქუთაისელ მოსახლეობას თვეებია გადაადგილება უწევს.