ხარაგაულში პარაზიტი ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატი ბავშებისთვის უფასოდ გაიცემა
თარიღი : 2-06-2016, 16:03 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს რ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების რეგიონალურმა ბიურომ, საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით, პრეპარატი ვერმოქსი(მებენდაზოლი) გადმოსცა. ვერმოქსის ერთჯერადად მიღება პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციისათვის მსოფლიოში გამოცდილი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.
სამკურნალო პრეპარატის ვერმოქსის უფასოდ მიღება შესაძლებელია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 6 ივნისიდან. ამისთვის აუცილებელია დაავადებული ბავშვის მშობელს თან ჰქონდეს ბავშვის პირადი ნომერი. ასევე შესაძლებელია ანალიზის გაკეთება ცენტრის ლაბორატორიაში.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ბავშვების გამოკვლევა ჩატარდა. სულ გამოკვლევა ჩაუტარდა 1 238 ბავშვს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, პარაზიტი ჭიებით, ყოველწლიურად 1,2 მილიარდი ადამიანი ავადდება და მათი უმრავლესობა ბავშვია. საქართველოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტი ჭიებია ენტერობიოზი, ასკარიდოზი და ტრიხოცეფალოზი.
პარაზიტი ჭიის კვერცხები ადამიანში შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს. ესენია: დაუბანელი ხელები, გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, დაბინძურებული წყალი, თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ხორცი.