Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც მომავალში გავაკეთებთ, უნდა იყოს გააზრებული'

თარიღი : 2-06-2016, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"ჩვენი ქვეყნის წინსვლა რომელიმე ორგანიზაციის ან ლოგოს სიყვარულს არ უნდა დაემსგავსოს. ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც მომავალში გავაკეთებთ უნდა იყოს გააზრებული,"-განცხადება საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ხემძღვანელმა ლევან დოლიძემ პროექტის "VOTE SMART"-ის ფარგლებში გამართულ ტრენინგზე გააკეთა.

პროექტის მიზანი, რომელიც ნიდერლანდების საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაა.

,,გვქონდა შეხვედრები როგორც ხულოს, ასევე შუახევის სხვადასხვა სოფლებში და მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიები იმ ადამიანებთან, რომლებიც რაიონულ ცენტრებს დაშორებულები არიან,"-აცხადებს ლევან დოლიძე.

უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის რეგიონალური კოორდინატორის სალომე სახვაძის განცხადებით, აღნიშნული ტრენინგი ქვეყნის საგარეო საკითხებზე მსჯელობის გარდა, იმ ფაქტების ანალიზს მოიცავს, რომლებსაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ასევე, მისივე თქმით, ტრენინგი წინასაარჩევნოდ ნატოსა და ევროკავშირზე საზოგადოების ცოდნას გააღრმავებს.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, მათ შორის შეხვედრები სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენთა რაოდენობა 100-მდეა განსაზღვრული. სამიზნე ჯგუფებიდან საუკეთესო მონაწილეთათვის სასწავლო ტური თბილისში მოეწყობა და ასევე რეგიონებში პროექტში მონაწილე ახალგაზრდებისათვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება.

პროექტის ხანგრძლივობა 11 თვეა და მასში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები არიან ჩართული.



ნათია სვანიძე


ნანახია: 1978-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის "vote smart"-ის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ეროვნული
პროექტის მიზანს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ზრდა, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნების პოპულარიზაცია
პროექტის მეორე ტური 15 თებერვლიდან დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.
შეხვედრების ფარგლებში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და ექპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კიდევ

ამინდი