იპოთეკური სესხით დაზარალებულმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
თარიღი : 2-06-2016, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები

თბილისში მცხოვრებმა ქუთაისელმა რ.დ.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ავრცელებს. წულაიას თქმით, მამაკაცმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის თბილისში მდებარე მისი კუთვნილი ბინიდან გამოასახლეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელისუფლებას იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა დახმარებისაკენ მოუწოდებს.