იტალიაში, თურქეთსა და აშშ-ში ქუთაისელი ექიმების საქველმოქმედო ვიზიტები იგეგმება
თარიღი : 2-06-2016, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმებს დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ და ქუთაისის მერიამ უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილული იყო როგორც იმერეთის მუნიციპალიტეტებში ექიმთა ვიზიტები, ასევე, ცენტრის საქველმოქმედო აქცია ათენში ქართველი ემიგრანტებისათვის, სადაც 780-მა ადამიანმა 2000-ზე მეტი სამედიცინო მომსახურეობა მიიღო. აღნიშნული აქცია "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი"-ს ორგანიზებით შედგა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დ. ნაზარიშვილის კლინიკის მთავარ ექიმ მერაბ კვიცარიძესთან ერთად, სამადლბელი სიგელებით ის ექიმები დააჯილდოვა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქველმოქმედებას ეწევიან. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი თავად მერაბ კვიცარიძეს ორდენი გადაეცა.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს კლინიკა არ იფარგლება მხოლოდ ჩვენი ქალაქით. სწორედ ამ ორგანიზაციას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა. ერთია გაწიო სამედიცინო მომსახურეობა, მეორეა გაწიო ქველმოქმედება. დიდი მადლობა ამისათვის, ეს არის ძალიან დიდი საქმე,"-განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
იმერეთის მუნიციპალიტეტში კლინიკის ქიმების ვიზიტის ხარჯები სრულად თავად კლინიკამ გაიღო. საქართველოს რეგიონებსა და საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში მსურველებს პირველადი და მეორე დონის სრული ამბოლატორიული მომსახურეობა ჩაუტარდათ.
დ.ნაზარიშვილის ცენტრი სამომავლოდ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს.
"მინდა აღვნიშნო, რომ ნაზარიშვილის კლინიკა აკეთებს იმდენ ქველმოქმედებას, რამდენსაც ყველა კლინიკა ვერ აკეთებს ერთად. ნაზარიშვილის კლინიკა იყო, არის და იქნება პრიველი. კიდევ ვგეგმავთ ვიზიტებს საზღვრებს გარეთ. დაგეგმილი გვაქვს წასვლა იტალიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშ,"-განაცხადა დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის მთავარმა ექიმმა მერაბ კვიცარიძემ.
მარუსა ხურციძე