Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოპოზიციური პარტიის ლიდერის ჯამბაზობა თუ ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი კომფორტი?

თარიღი : 2-06-2016, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ბრიფინგი გამართა.

წულაია მერიას სამარცხვინო ფაქტში ადანაშაულებს. კერძოდ, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისელების სიდუხჭირის ფონზე, ქალაქის მერიის მიერ ცოტა ხნის წინ, 3 კონდინციონერის შეძენის ფაქტს აპროტესტებს.

"გუშინ იპოთეკით დაზარალებულმა თავი მოიკლა. გუშინ გამოქვეყნდა მონაცემები, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება, აქ არიან ადამიანები, რომლებიც კიბოთი არიან დაავადებულნი და მათთვის არ მოინახა თანხები. სამაგიეროდ, 7 000 ლარამდე მოინახა მერიისთვის კონდინციონერების საყიდლად, 100 000 ლარი მოინახა იტალიაში ცოცხების საყიდლად. ეს არის უზნეობის კლასიკური მაგალითი, როცა ქალაქში და ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა და ფიქრობ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე. ვთვლი, რომ ჩემი და ყველა პოლიტიკოსის თუ ოპოზიციის ბრალია, რომ არ ვართ მკაცრები, რომ ამას ბედავს ხელისუფლება,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

წულაიას ბრალდებას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა. ჯავახიამ წულაიას ჯამბაზი უწოდა და მისი გამოსვლისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ბატონი გოგის მორიგი ჯამბაზობის გამო. ქუათისის მერიამ შეიძინა კონდინციონერები, მაგრამ არა საკუთარი კომფორტის გამო, სხდომათა დარბაზში ხშირად მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხდომები და იქ საჭიროა როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კონდინცირება.კონდინციონერი ასევე დაიდგა მერიის ახლად შექმნილ მისაღებში ჩვენმა თანამოქალაქეებმა კომფორტულად რომ იგრძნონ თავი,"-განაცხადა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 622-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაია ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უყურადღებობაში ადაანაშაულებს.
"თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში ბრიფინგი
'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში
გოგი წულაია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოთხოვნას პასუხობს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პოლიტიკური პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
საუბარია ძირითადად დასავლეთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. აღნიშნულ მონაცემებს Momxmarebeli.ge აქვეყნებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
იგი მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამინდი