Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ჩაის პლატაციების რეაბილიტაცია იწყება

თარიღი : 2-06-2016, 10:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
იმერეთის რეგიონში პროგრამა ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში, კოოპერატივმა ,,ხავერდოვანი ჩაი“ დაფინანსება მიიღო და 10,50 ჰა მიწის ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტირებას მოახდენს. საქართველოს მასშტაბით აღნიშნული კოოპერატივი პირველია, რომელმაც პროგრამის ეგიდით დაფინანსება მოიპოვა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე ჭიათურაში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
http://www.picz.ge/img/s2/1606/2/e/e942724cb31e.jpg

კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ პროგრამაში 2016 წლის 18 მაისს ჩაერთო და 10,50 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 25,725 ლარს შეადგენს. მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე) სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავების ყველა საჭირო ინვენტარი.

პროგრამა ,,ქართული ჩაის“ მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.


ნანახია: 568-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროგრამის მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ბენეფიციარი ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან, სადაც შემორჩენილია ჩაის
ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაის პლანტაციის გაწმენდა და გასხვლა. დროებით დასაქმებულია 10 ადამიანი.
მძარცველებმა ჩაის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და დეკორაციის ნაწილი წაიღეს.
დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.
ვანის გამგებელი სამწლიან საქმიანობას აჯამებს.

ამინდი