Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში ბავშვთა დაცვის დღე მასშტაბურად აღინიშნა

თარიღი : 1-06-2016, 19:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
ვანის მუნიციპალიტეტში დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. დილიდან მოეწყო მძლეოსნური გარბენი,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.გოგონებს შორის პირველ ადგილზე თამთა ღვინიანიძე გავიდა, ვაჟებს შორის კი პირველი ადგილი რომა ქიმუცაძეს ერგო.

დღის მეორე ნახევარში ხატვის ნიჭით დაჯილდოებულმა ბავშვებმა კულტურის ცენტრის წინ ასფალტი მოხატეს. დღის ბოლოს კი ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ვანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, სკოლის მოსწავლეები, მუსიკის და ცეკვის ანსამბლები და საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

"საღამომ ძალზედ საინტერესო და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მიულოცა ნინოობა და ბავშვთა დაცვის სერთაშორისო დღე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ, წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა ბავშვებს.
http://www.picz.ge/img/s4/1606/1/7/7e8efd8258b2.jpg


მთელი დღის მანძილზე გამართულ ღონისძიებებს ორგანიზებას უწევდა გამგეობის კულტურის განათლების სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. დასასრულს აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა სალომე ფახურიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ყველაზე მაღალი მიღწევის მქონე ბავშვებს.

ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები,ყველაზე აქტიური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები,მძლეოსნური გარბენის გამარჯვებული მონაწილეები,ფორტეპიანოში, ჭიდაობასა და ჭარდრაკში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეები. სიმბოლური საჩუქარი გადაეცა ასევე საღამოს ყველაზე პატარა მონაწილეს," - აცხადებენ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

NS


ნანახია: 540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
ვანში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები საღამო გაიმართა.
სადაც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ვანის მუნიციპალიტეტში გალაკტიონ ტაბიძის 124 წლის იუბილე აღნიშნეს
გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემოქმედებითად აქტიურმა ახალგაზრდებმა, ასევე ქუთაისში არსებულმა საქველმოქმედო
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
კომპოზიციის ნაწილის გაუჩინარებას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ძეგლი მოიპარეს.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.

ამინდი