Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მიმდინარე პლენერში გამარჯვებულ ბავშვებს კულტურის სამინისტრო დააჯილდოებს

თარიღი : 1-06-2016, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, გალერეა "ვარლაში" "ახალგარზდული ცენტრის" სამხატვრო სკოლის 30 მოსწავლის მიერ შესრულებული ნახატები იქნა წარმოდგენილი.

აღნიშნული გამოფენით 10 დღიანი პლენერი გაიხსნა, სადაც ქუთაისი იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მხატვრებს უმასპინძლებს.

სხვადასხვა სამხატვრო სკოლის ბავშვებს, რომლებიც ამ პლენერში იქნებიან ჩართულნი, შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა თემატიკაზე ბოტანიკურ ბაღში, ბაგრატის ტაძართან, ქუთაისის სხვადასხვა უბნებში და ახალგარზდული ცენტრის შენობაში იმუშაონ.

http://www.picz.ge/img/s4/1606/1/0/0ede9eca7d59.jpg


,,ეს გამოფენა ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა. პლენერის ფარგლებში, ქუთაისს სხვადასხვა რეგიონებიდან სამხატვრო სკოლების წარმომადგენლები ეწვევიან. პლენერს კონკურსის სახე ექნება და გამარჯვებულ ბავშვებს კულტურის სამინისტრო დაასაჩუქრებს,"-განაცხადა "ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

პლენერი 10 ივნისს "ახალგაზრდული ცენტრის" შენობაში, ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გრანდიოზული გამოფენით დასრულდება.


მარუსა ხურციძე


ნანახია: 2093-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პლენერი ახალგაზრდულ ცენტრში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გაგაცნობთ ღონისძიებების პროგრამას.

ამინდი