ბაღდათის გამგებლის ყოფილი მოადგილე თანამდებობაზე აღადგინეს
თარიღი : 1-06-2016, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები

ბაღდათის გამგებლის ყოფილი მოადგილე გელა მშვილდაძე სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე 2016 წლის 25 აპრილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო მოგვიანებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რაც „თვითმმართველობის კოდექსის” მიხედვით, მისი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი გახდა.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გამგებელმა ერთადერთი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის გამოც მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი არავინ დარჩა.
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გელა მშვილდაძემ. მან თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მშვილდაძის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას მშვილდაძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.
2016 წლის 30 მაისს, გელა მშვილდაძემ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთარი თავის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით აქტი გამოსცა და ამავე აქტით გამგებლის უფლებამოსილებები შეითავსა.