ჭიათურის გამგებელმა დაშავებული მცირეწლოვანი საავადმყოფოში მოინახულა
თარიღი : 1-06-2016, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურაში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ერეკლე იაკობიძე მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საავადმყოფოში მოინახულა.
ერეკლე იაკობიძე მკურნალობის კურსს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადის. მოზარდი მას შემდეგ დაშავდა, რაც ჭიათურის სოფელ ითხვისში, სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვანს დაეტაკა.
ერეკლე იაკობიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მცირეწლოვანს ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, რის შედეგადაც ფეხი ამპუტაციას გადაურჩა.