16 წლის მოზარდმა ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილი დაიკავა
თარიღი : 1-06-2016, 14:29 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 1 ივნისთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკარების როლები თანამშრომლების შვილებმა მოირგეს.
,,დღეს ვასრულებ პრომო გოგონას როლს და ყველა მკითხველს ვეხმარები სასურველი წიგნის პოვნაში. ასევე, ვასწავლი სად მდებარეობს სხვადასხვა განყოფილება"- განაცხადა აქციის მონაწილემ ქეთევან კვირიკაძემ.
ორგანიზატორების განცხადებით, ბიბლიოთეკაში შემოსულ მკითხველს უფრო ხალისიანი, სასიამოვნო და ინოვაციური გარემო დახვდება.
ბიბლიოთეკის დირექტორის როლი, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს შორის ყველაზე უფროსმა, 16 წლის ლევან ბოგვერაძემ დაიკავა.
,,დირექტორის მოვალეობის შესრულება ძალიან სასიამოვნოა.ვხელმძღვანობ თანამშრომლებს, ვაძლევ რჩევებსა და მითითებებს,"- ამბობს ლევან ბოგვერაძე.

ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის მაია კანდელაძის განცხადებით, აღნიშნული ღონიძიების ქვეტექსტი არის ის, რომ ბიბლიოთეკარების შვილებმა გაიგონ, თუ რა შრომას ეწევა მათი მშობელი ამ სამსახურში. იცოდნენ, რომ ეს საქმიანობა მომავალი თაობის აღზრდისათვისაა საჭირო.
ნათია სვანიძე