დუბაიში მოკლული ქუთაისელი გოგონას ოჯახი 50 დღეა ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებას ითხოვს
თარიღი : 1-06-2016, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები

14 აპრილს, დუბაიში მოკლული 25 წლის ნინო სამანიშვილის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
გარდაცვლილი გოგონას დედის, ინგა გოგუაძის თქმით, 50 დღეა ცხედარი დუბაის პროზექტურაშია, გადმოსვენებისთვის საჭირო 8 000 დოლარი კი ოჯახს არ აქვს. ოჯახის თქმით, მათ ხელისუფლება დამხარებას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
"50 დღის წინ გარდაიცვალა ჩემი გოგონა, იმის მერე პროზექტურაშია, 40 გავუკეთე ჩემს შვილს ისე, რომ მისი ცხედარიც არ მინახავს. გთხოვთ დამეხმარეთ ხალხო,"- აცხადებს ინგა გოგუაძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ცხედრის საქართველოში გადმოსვენება დუბაში მიმდინარე გამოძიებამ შეაფერხა და უახლოეს პერიოდში 25 წლის ნინო სამანიშვილს ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.