ომარ ნიშნიანიძე - მიმძიმს 'ქართული ოცნების' დატოვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ის უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილს შეხვდება, სადაც მისი "ქართულ ოცნებაში" დარჩენა-არ დარჩენის საკითხი განიხილება.
ნიშნიანიძის განმარტებით, მას სურს, რომ "ქართულ ოცნებაში" დარჩეს, თუმცა თუ მისი ადგილი პარტიაში არ იქნება, ასეთ შემთხვევაში, დეპუტატი თამაზ მეჭიაურის გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს.
"განვცახადე, რომ "ქართული ოცნებიდან" შესაძლოა, წავიდე, მაგრამ მიმძიმს ამ ნაბიჯის გადადგმა და ჩემი გუნდის დატოვება. მინდა აქ დავრჩე, შიგნით ვიბრძოლო და არ დავუთმო ისეთ ადამიანებს, რომლებიც "ნაციონალების" ქება-დიდებით არიან დაკავებული. მინდა დავრჩე აქ, მაგრამ თუ მეტყვიან რომ არ არის შენი ადგილიო, ბუნებრივია, არ გავნაწყინდები - ჩემს ადგილს მოვძებნი",- განაცხადა ნიშნიანიძემ "პირველ პრესკლუბში".