Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში პარკეტის ახალი საწარმო ამუშავდა

თარიღი : 1-06-2016, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში პარკეტის ახალი საწარმო ამუშავდა, რომელიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.

საწარმო ამხანაგობა "ძევრის მერქანს" ეკუთვნის.

ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამი კაცისგან შემდგარმა ამხანაგობამ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოსგან 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა და სოფელ ძევრში პარკეტისა და ასევე ინტერიერისთვის აუცილებელი სხვადასხვა ზედაპირის მქონე ხის მასალის წარმოება დაიწყო. საკუთარი თანამონაწილეობითა და პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით ამხანაგობის წევრებმა შეიძინეს პარკეტის მწარმოებელი ხაზი და პროდუქციის დამზადებას ევროპული ტექნოლოგიებით ახორციელებენ.

"ვესტუმრეთ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიკრომეწარმეობის კომპონენტში გამარჯვებულ კომპანიას. მისმა წარმომადგენლებმა, ამხანაგობის შექმნის შემდეგ, სახელმწიფოსგან მიიღეს 15 ათასლარიანი გრანტი, მოახდინეს საწარმოს გაფართოება და შესაბამისად, დღეს აქ ხორციელდება არამარტო მერქნის პირველადი გადამუშავება, არამედ პარკეტის წარმოება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამხანაგობა „ძევრის მერქანის“ დირექტორის ინფორმაციით, ხის გადადამუშავებელ დაზგა-დანადგარებთან ერთად, საწარმოს ასევე აქვს ე.წ. სახარში, რომელშიც ხდება ხის მოხარშვა და შემდგომში მისი ტრანსპორტირება ახალ შენობაში საბოლოო პროდუქტის მიღების მიზნით. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 6 ადგილობრივი ადამიანი, უახლოეს მომავალში კი დამატებით 6 ადამიანის დასაქმება იგეგმება.


ნანახია: 509-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 12 ადგილობრივი, უახლოეს მომავალში კი დამატებით 10-13 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
სოფელ ძევრში არსებული პარკეტის საწარმო რუბრიკაში 'დამზადებულია იმერეთში'.
საწარმო ყოველწლიურად მინიმუმ 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.
კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული
გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერა.
ამჟამად ხობში ასანთის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ინვესტიციის სახით 2 მილიონი ლარი ჩაიდება.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი