დემპინგური ფასები ქართულ ბიზნესს პრობლემებს უქმნის
თარიღი : 1-06-2016, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები

საქართველოსგან განსხვავებით ცივილიზებული სამყარო უკვე დიდი ხანია შეთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი ვაჭრობისთვის ანტიდემპინგური კანონმდებლობა აუცილებელია. ამერიკასა და ევროკავშირში ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად დიდი ხანია ანტიდემპინგური კანონმდებლობა მოქმედებს.
მეტიც, ევროკავშირი არამხოლოდ ანტიდემპინგური კანონის მეშვეობით იცავს საკუთარ პროდუქციას, არამედ ისეთ დამატებით შეზღუდვებსაც აწესებს, როგორიც არის „შესვლის ფასი“. როგორც ცნობილია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებამ საბაჟო და სატარიფო გადასახადები მოხსნა. თუმცა, არსებობს გადასახადი, რომელიც ევროკავშირში "შესვლის ფასის“ სახელით არის ცნობილი და რომელიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად პროდუქციის შეტანის შესაძლებლობას არ აძლევს.
„შესვლის ფასი“ გულისხმობს, რომ თუ საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის საინვოისო ფასი ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორი გადაიხდის სხვაობას საინვოისო და ფიქსირებულ ფასს შორის. „ევროკავშირში შესვლის ფასი“ სულ 28 დასახელების პროდუქციას ეხება.
ანტიდემპინგური კანონი იმპორტიორებს უკრძალავს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც ასეთი ქმედების მიზანი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კომპანიების ჩაძირვაა.
ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოსაც აქვს, თუმცა, უკვე წელიწად-ნახევარია კანონი პარლამენტმა ვერ მიიღო. პროექტს ხან მთავრობა იწუნებს, ხან ბიზნესი, ხან კი პარლამენტი.
კანონის მიღებას მსხვილი ბიზნესის ნაწილი ეწინააღმდეგება, მეორე ნაწილი კი მისი მიღების დაჩქარებას ითხოვს. კანონის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ისაა, რომ ეს ბაზარისთვის დამატებითი შეზღუდვაა, რაც ბევრ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასებს ასწევს.
მომხრეები კი კანონის არმიღების შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრის მონოპოლიზების საფრთხეს ხედავენ. მათი ინფორმაციით, დემპინგური ფასების გამო ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანი ვერ არის.
როგორც „მეფრინველეობის“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, საქართველოში თურქეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებული ბოსტნეული ძალიან დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც თურქულ კარტოფილსა და პომიდორს ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს.
დემპინგური ფასებით ხასიათდება ქართული ავიასივრცეც - ამის შესახებ ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განაცხადა.
ზაუტაშვილს მაგალითად ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების შემოსვლა მოჰყავს და აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფოსგან სუბსიდირებულმა კომპანიებმა ბილეთის ფასი დააგდეს, რის შედეგადაც „აირზენას“ მომხმარებლის 70% წაართვეს.
„დემპინგი ყველა სექტორში დამღუპველია. ეს გამოიყენება მაშინ, როდესაც კონკრეტულ კომპანიებს სურთ, რომ რაღაც ეტაპზე დაიპყრონ ბაზარი, შემდეგ კი დომინანტ კომპანიებად მოგვევლინონ და მაღალი ფასები შესთავაზონ მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი არბიტრი, რომ ერთი მხრივ, დემპინგის საშუალება არ მისცეს უცხოურ კომპანიებს, მეორე მხრივ, აკონტროლოს ბაზარზე სიტუაცია, რომ იყოს კონკურენტუნარიანი გარემო“,- აცხადებს იასე ზაუტაშვილი.
ანტიდემპინგური კანონპროექტი უკვე დიდი ხანია პარლამენტიდან მთავრობამ გამოითხოვა. როგორც პარლამენტარი თემურ მაისურაძე აცხადებს, კანონპროექტში დასამატებელი იყო იმ დოკუმენტების სია, რომელიც საჭიროა დემპინგური ფასების ბრალდებით კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად. თუმცა, ამ დრომდე მთავრობას კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოსთვის არ დაუბრუნებია.
პარლამენტარი ფიქრობს, რომ კანონპროექტის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ „ვიღაცას ამის მიღება არ უნდა და ლობირებს“.
„რატომ არ უნდა მინდოდეს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება, თუ მე ვარ პატიოსანი და წესიერი ოპერატორი. არ შეიძლება ქვეყანას ერქვას ცივილიზებული და იქ არ არსებობდეს ეს კანონი. ეს უშლის ინვესტორებსაც, რადგანაც ბაზრის შესწავლისას ხშირად ამასაც ითვალისწინებენ“,- აცხადებს თემურ მაისურაძე.
რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე კანონპროექტის პარლამენტისთვის გადაგზავნა და რა ეტაპზეა ანტიდემპინგური კანონპროექტი, ეკონომიკის სამინისტროში მიზეზებზე არ საუბრობენ.
თუ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე არ მოხდა, შესაძლოა, მისი მიღება საპარლამენტო არჩევნების გამო ვეღარც მოესწროს.
commersant.ge