Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 24 საათში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

თარიღი : 1-06-2016, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა" ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხნალში, ოფიციალურად დაიხურა.

ლიტერატურული კონკურსის და პლენერ „გამას“ მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრები 24 საათის განმავლობაში შექმნეს. დასკვითი ღონისძიების პარალელურად მოეწყო მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა სოფელ ფარცხნალის მოსახლეობას კონკურსისადმი გაწეული მხარდაჭერისა და სტუმართმოყვარეობისთვის.


http://www.picz.ge/img/s4/1606/1/c/c88a9d6186ea.jpg


„ეს დღე არის ლიტერატურითა და მხატვრობით დამუხტული დღე. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ხარაგაული არის ერთ-ერთი ძარღვი ქართული კულტურისა და ის სოფელი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით არის აღბეჭდილი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაში. აქ გალაქტიონი დადიოდა, აქ ქმნიდა თავის შედევრებს. თავდაპირველად ლიტერატურული კონკურსს 10 მონაწილე ჰყავდა, დღეს კი აქ მთელი საქართველოდან გვყავს კონკურსანტები და იქმნება ლიტერატურული შედევრები,“- განაცხადა ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016"– ის ჟიურის თავმჯდომარე როსტომ ჩხეიძემ.

ლიტერატურულ კონკურსში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობას 27 მწერალი ღებულობდა, სამხატვრო პლენერში კი 28 მხატვარი.

კონკურსზე გამოვლინდება საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოების ავტორები. შედეგები ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს კი 400-400 ლარი გადაეცემათ.


ნანახია: 1997-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა"დაიწყო.
ლიტერატურული კონკურსი ოდეონი 10 წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სხვადსხვა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება.

ამინდი