ქუთაისში 29-ე საჯარო სკოლა დაწვას გადაურჩა
თარიღი : 31-05-2016, 21:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე N29 საჯარო სკოლაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს, ადგილზე ცეცხლი მაკულატურას გაუჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა რამდენიმე წუთში შეძლეს.
