Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მთავრობა სამუშაოს მაძიებელთათვის სპეციალურ პროგრამას იწყებს

თარიღი : 31-05-2016, 20:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას განიხილა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიაწოდა.
„პროგრამას ახასიათებს რამდენიმე საკვანძო საკითხი: პირველი, ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, რაშიც ასევე ჩართული იქნება სახელმწიფო.

“ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით ცალსახა თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება (მოხდება მათი პროფესიული მომზადება-გადამზადება და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირება) და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

bfm.ge


ნანახია: 695-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის უფროსის ხათუნა ცანავას განცხადებით, პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩართვა, როგორც
ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს
აღნიშნული პროგრმა სოფლად მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
დავით სერგეენკომ ექიმ-სპეციალისტებს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა და მათ განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობის
როგორც ტოპნიუსს თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ განუცხადა, პროგრამას 6 ავტორი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი თავად არის.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი