იტვირთება

იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, მასტერკლასები ფელამუშისა და ჩურჩხელის მომზადებაში-რა გელოდებათ "თერჯოლობა 2023"-ზე?

იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, მასტერკლასები ფელამუშისა და ჩურჩხელის მომზადებაში-რა გელოდებათ "თერჯოლობა 2023"-ზე?

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 22 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული "თერჯოლობა 2023“ გაიმართება. 

ტრადიციული ფესტივალი ოქტომბრის თვეში 2013 წლიდან აღინიშნება. თერჯოლაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.

12:00 საათი- ლაშა გოგიაშვილის სახელობის ფინალური მატჩი მინი-ფეხბურთში: თერჯოლა VS ძევრი

13:00-19:00  საათი- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იქნება იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დამზადებული ღვინოები, მასტერკლასები ფელამუშისა და ჩურჩხელის მომზადებაში;

ჩატარდება ღვინის კონკურსი, სპეციალურად მოწვეული სომელიეების მიერ, გამოვლენილი იქნება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში;

მოეწყობა ტურისტული სივრცე

მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

14:00-19:00 საათი SpinIt 360 გრადუსიან Slow Motion ვიდეოებისა და Gifit აპარატით (ბეჭდვით) უფასო ფოტო-ვიდეო გადაღება;

14:00-19:00 საათი-პატარების საყვარელი აქტივობა, საპნის ბუშტების შოუ

12:00-19:00 საათი-საბავშვო გასართობი ატრაქციონები, რომელიც სრულიად უფასო იქნება ყველა პატარისთვის;

13:30 საათი-მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის  მიერ, ამფითეატრში წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი პროგრამა;

15:00 საათი- სამხატვრო სკოლის ორგანიზებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და მხატვრულ კონკურსში ,,ჩემი ქალაქის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება;

16:00 საათი-ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების ღონისძიება;

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტის, ლევან მაკარიძის მუსიკალური ნომერი;

ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტის, რამაზ კუბლაშვილის მუსიკალური ნომერი;

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;

წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება;

ღვინის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება

19:00 საათი- სახალხო დღესასწაული ,,თერჯოლობა 2023“ მუსიკალური ბენდის ,,რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები