Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლარი აღარ ხუმრობს – რა ფაქტორების გამო მყარდება ეროვნული ვალუტა

თარიღი : 31-05-2016, 20:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
ლარი სწრაფად მყარდება. მარტის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ რევალვაციას განიცდის. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ლარი 2,49-იან ნიშნულზეც კი იყო, ერთი პერიოდი ასული, ეს მას შემდეგ რაც გაუფასურების წელიწადნახევრიანი პერიოდი, მაჟორულ ნოტაზე ისტორიული მაქსიმუმის (2,49 ნიშნული) მიღწევით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მარტიდან მოყოლებული ეროვნული ბანკი აქტიურად ერევა სავალუტო ბაზარზე, ყიდულობს დოლარს და ცდილობს ლარის გამყარება სწრაფად არ მოხდეს, ფაქტი სახეზეა, კურსი კვლავ მაღლა იწევს. ბოლო 2 თვეში სებ-მა 195 მილიონი დოლარის შესყიდვა მოახდინა სავალუტო აუქციონების მეშვეობით.
რატომ მყარდება ლარი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ეროვნულ ბანკსაც კი უჭირს, ხოლო ზოგიერთი ეკონომიკის ექსპერტები კი (ვისაც კარგი ფანტაზია აქვთ) ორიგინალური იდეებით გვანებივრებენ. აი მაგალითად, ერთი პერიოდი ბიუჯეტიდან დეფიციტურ ხარჯვაზე აპელირებდნენ და ვითომ ეს ხარჯვა ახლა შეწყდა. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის 3%-იან დეფიციტზე დაგეგმილი, რაც ნორმაა. ბიუჯეტი იხარჯება გეგმის შესაბამისად და არაფერი განსაკუთრებული ფისკალურ პოლიტიკაში არ შეცვლილა. უფრო საინტერესო იყო ლარის გამყარების დაკავშირება 15 მარტთან, რადგან კომპანიებმა მოგების გადასახადი გადაიხადეს ამ დღეს, თურმე სხვა წლებში საქართველოში 15 მარტი არ დამდგარა, ზოგჯერ გაზაფხულის მოსვლასაც კი უკავშირებდნენ ლარის რევალვაციას და ა. შ.

თუ გადავხედავთ რამდენიმე ეკონომიკურ მაჩვენებელს დავინახავთ, რომ მცირედი გაუმჯობესება მართლაც არის ქვეყნის ფინანსურ მონაცემებში. აი მაგალითად, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3287 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 608 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 12 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 2679 მლნ აშშ დოლარს, რაც 14 პროცენტით მეტი მაჩვენებელია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2071 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63 პროცენტი შეადგინა. აქ აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-აპრილში სამკურნალი საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 723 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 27 პროცენტი შეადგინა. აქ კი ლომის წილი C ჰეპატიტის პროგრამის მედიკამენტებზე მოდის, რომელიც საჩუქრად გადმოეცა ქართულ მხარეს, შესაბამისად უცხოური ვალუტის გადინება არ ხდება ქვეყნიდან.
ამასთან, 2016 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია რაც საქართველოში ფულადი გზავნილები იკლებდა რეგიონში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

ასევე აღსანიშნავია ტურიზმი და იქიდან შემოსული თანხები. ეს ერთადერთი სფეროა, რომელიც ბოლო წლებში განუხრელად იზრდება. 2016 წლის პირველ 3 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1,134 მლნ-ს მიაღწია. ეს მონაცემი 14.7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საზოგადოებაში შექმნილი მოლოდინები ლარის კურსის მიმართ. წლის დასაწყისში და მანამდეც ყველამ იცოდა, რომ ლარი უფასურდებოდა. ამის შეჩერებას ეროვნული ბანკი პრინციპულად არ აპირებდა, არც ცდილობდა. შესაბამისად ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ კურსი გაუფასურდებოდა. დღეს კი განსხვავებული მდგომარეობაა. ყველა ხედავს, რომ ლარი მყარდება. ხალხი ხედავს, რომ სებ-ი კურსის სტაბილურობისთვის აქტიურად იყენებს სავალუტო აუქციონებს, შესაბამისად ეროვნული ვალუტისადმი ნდობა და მოლოდინები ბევრად მაღალია. სწორედ გაუმჯობესებულ მოლოდინებზე აპელირებენ ფინანსთა მინისტრი და სებ-ის პრეზიდენტი.

“არის გარკვეული წინაპირობები იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. საქონლის ექსპორტის შემცირება პირველ 4 თვეში იყო მხოლოდ 12 პროცენტი. რაც ნაკლებია იმაზე რაც ადრე გვქონდა. იმპორტის კლება გრძელდება, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ 4 თვეში წინა წლების პერიოდთან შედარებით, C ჰეპატიტის წამლების გამოკლებით, მიმდინარე ანგარიში დაახლოებით 300 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ასე რომ, არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს. მნიშვნელოვანია ის მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს. ასევე ინფლაციის შემცირებაც ქმნის ამ მოლოდინს”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

“ჩვენ გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი და რომ აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. აშკარად შეცვლილია გარემო, მათ შორის, შემოდინებების თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვანია, დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ასეა თუ ისე ლარი სწრაფად მყარდება და ეროვნულ ბანკს უფრო მეტი დოლარის შესყიდვა სჭირდება კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, თუ მარტში 5 მილიონი დოლარის შესყიდვა საკმარისი იყო კურსის ნახტომების შესაჩერებლად, 20 მაისის ვაჭრობისას სებ-ს უკვე 40 მილიონი დოლარის ყიდვა მოუწია. თუმცა მთავარია საქართველოს ეროვნული ვალუტა იყოს სტაბილური, რათა ბიზნესმა და საზოგადოებამ საკუთარი მომავლის დაგეგმვა შეძლოს.

bfm.ge


ნანახია: 1529-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე დაუფარავად საუბრობს. ამას იმპორტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა.
დოლარი რეგიონის ყველა ვალუტის მიმართ შესუსტებულია, თუმცა საქართველოში მიმდინარეობს საწინააღმდეგო პროცესი. გაუფასურების გაგრძელება
საქართველოში ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. ლარის გაუფასურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
ოფიციალური ინფორმაციით, 7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 400 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი