ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარება წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებს
თარიღი : 31-05-2016, 19:16 | კატეგორია: ახალი ამბები

წიგნები, სპორტული ინვენტარი, კომპიუტერები, აღჭურვილობა ინტელექტუალური თამაშებისათვის, ნაგვის კონტეინერები- ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებიც მოსახლეობისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცა.
პროექტს, რომლის მიზანსაც ახალგაზრდებისათვის კონკურენტული სასწავლო გარემოს შექმნა წარმოადგენს, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში'' (PIN) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
"ახალგაზრდული ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების" პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის 29 ათასი დოლარის გრანტი გამოიყო და შეძენილი ნივთების გარდა, ახალგაზრდებისათვის ინტელექტუალური თამაშიც გაიმართა.

პროექტის განხორციელებაში PIN-თან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაცაა ჩართული. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის რიმა მარგიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეძენილი წიგნები მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკაში განთავსდება. გადაცემული ინვენტარი კი ახალგაზრდებთან ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისათვის იქნება გამოყენებული.
,,დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ PIN-სა და მსოფლიო ბანკს. შესაძლებელია, ჩვენ ვართ კაბინეტებში და ვერ ვხედავთ იმას, რასაც ახალგაზრდობა ამჩნევს. ეს ყველაფერი ემსახურება სწავლის მოტივაციის ამაღლებასა და ჯანსაღი სპორტული გარემოს შექმნას ახალგაზრდებისათვის. ახალგაზრდობა აქტიურად ჩაერთვება მუნიციპალურ ცხოვრებაში,"- ამბობს მარგიანი.

Pin-ის წარმომადგენლების თქმით, პრიორიტეტები კვლევის საფუძველზე განისაზღვრა, რომელიც მათ მიერ შექმნილმა ახალგაზრდულმა კომიტეტმა, წყალტუბოს მინიციპალიტეტის მასშტაბით, 14-29 წლამდე ასაკის პირებში ჩაატარა.
,,ამ პროექტის შემდეგ, ვაპირებთ მუშაობის აქტიურად გაგრძელებას. გვინდა, ჩამოვყალიბდეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ მხრივ განვაგრძოთ მუშაობა,"- აცხადებს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი შალვა ბოჭორიშვილი.
"ადამიანი გაჭირვებაში" აღნიშნულ პროექტს თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც ახორციელებს, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობას სხვა ნივთებთან ერთად ნაგვის მანქანაც გადაეცა.
ნათია სვანიძე