Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუბერნატორის მონიტორინგი და გასვლითი თათბირი თერჯოლაში

თარიღი : 31-05-2016, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა. გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ, ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის რეაბილიტირებული გზა მოინახულეს. 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 417 262 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული მონაკვეთი ერთმანეთთან 10-ზე მეტ სოფელს აკავშირებს და ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

მონიტორინგის ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოფელ ზედა ალისუბნის ახლადაშენებული საბავშვო ბაღიც დაათვალიერეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 221 693 ლარით არის დაფინანსებული. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ სოფელში პირველად დაიწყო ფუნქციონირება და იგი 55 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში 19 ადგილობრივია დასაქმებული.

დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა. მხარეებმა იმერეთის რეგიონული სამსახურების უფროსებისგან 2016 წელს სხვადასხვა სფეროებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების საკითხს დაეთმო. ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ორგანიზაციის დირექტორის დავით ჯაიანის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონში 1300 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა განხორციელდა და 12 700 აბონენტს მიეწოდა ბუნებრივი აირი. 2016-2017 წლებში კი დამატებით 20 000 ოჯახი გაზიფიცირდება. რეგიონულ თათბირზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში თვეში ერთხელ, რეგიონში განსახორციელებელი სამუშაოების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ატარებს.

წყარო: იმერეთის გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური


ნანახია: 848-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს ყოველ თვეში ერთხელ მართავს.
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით
2016 წელს იმერეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა
რეგიონულ თათბირზე ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს
2016 წელს მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის საინტერესო, რომ რომ მის
იმის გარდა, რომ დახმარება შეუწყდათ, ზაკალაშვილების ოჯახს ისიც აწუხებს, რომ საცხოვრებელი არ აქვთ.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სააგენტოს კვალიაშვილის ახლობლებმა მიაწოდეს.

ამინდი