Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ეკონომიკის სამინისტრო მკვლელი ინდუსტრიის წახალისებას უწყობს ხელს“

თარიღი : 31-05-2016, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ იწყებს ახალ კამპანია სახელწოდებით- „ნუ მაბოლებ“. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თამბაქოს წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, კამპანიის მთავარი მიზანი ხელისუფლების აღნიშნულ პროცესში ჩართვა და გააქტიურებაა, რის გამოც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მთავრობას თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი კანონმდებლობის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.
http://www.picz.ge/img/s3/1605/31/9/9d41ae9a9114.jpg


კამპანია სახელწოდებით „ნუ მაბოლებ“ პარლამენტს ძირითადად 3 კრიტერიუმზე აგებულ ინიციატივას სთავაზობს და პარლამენტარების ნაწილის მხრიდან ინიციატივის მხარდაჭერის მიუხედავად, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან კამპანიის იდეების მიმართ მკაფიო წინააღმდეგობაზე საუბრობს.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია, აიკრძალოს თამბაქოს პოპულარიზაცია რეკლამის სახით. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა, არასრულწლოვნებზე თამბაქოს არ მიყიდვის ადმინისტრირების განხორციელება. ჩვენ უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს ეს წინადადება, მხარდაჭერაც არის კონკრეტული პირებისგან, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან ბლოკავს ამ კანონმდებლობას და მხარს უჭერს თამბაქოს ინდუსტრიას. ეკონომიკის სამინისტროს მიაჩნია, რომ კონკრეტული ინდუსტრიის წახალისებაა მისი ფუნქცია და მათ შორის მკვლელ ინდუსტრიასაც უწყობს ხელს, აფინანსებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ ლარზე მეტით, მაშინ როცა ყველა ქვეყანა ამ ინდუსტრიას ზღუდავს“,-განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრმა გიორგი მაღრაძემ.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2220-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„შენ მიზანში ხარ ამოღებული“,- ამ სახელწოდებით მოწყობილ აქციაში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების
საქართველოში თამბაქოს ყველაზე მეტი მომხმარებელი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ჰყავს.
ორგანიზაციის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლით, თამბაქოს კონტროლის შესახებ ახლახან გამკაცრებული
1-ლი სექტემბრიდან თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი იზრდება, რამაც სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს პროდუქცის

ამინდი