ქუთაისი მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს
თარიღი : 31-05-2016, 15:31 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას (IFAT) დაესწრნენ.
ვიზიტი ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ქართული დელეგაციის წევრების მიუნხენში, რეციკლირებისა და ნარჩენების მართვის გერმანული საექსპორტო ქსელის (German RETech Partnership) წარმომადგენლებს შეხვდნენ. RETech - ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე ბიო გამოშრობის უმაღლესი დონის ტექნოლოგიასაც გაეცნო, რომლის მეშვეობითაც მყარი მუნიციპალური ნარჩენი შესაძლებელია მშრალ, თითქმის უსუნო მასად და მყარ საწვავადაც გარდაიქმნას.