Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საია წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებს შეისწავლის

თარიღი : 31-05-2016, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საიას ქუთაისის ოფისმა მედიისა და არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მიმდინარე წელს ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე დაკვირვება ხდება.

როგორც საიას ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, საარჩევნო მიმართულებით ორგანიზაცია ორ ახალ პროექტს ახორციელებს. ეს არის სისხლის, ადმინისტრაციული საქმეების მონიტორინგი და პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ წარმათული პროცესები.

"აღნიშნული პროექტები შექმნილია იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებმა დაიცვან საარჩევნო აგიტაციის წესები და საარჩევნო კოდექსი. ასევე, განხორციელდეს ბიუჯეტის მონიტორინგი," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაჯამა. მისი თქმით, არჩევნებზე რაიმე არსებითი დარღვევა არ გამოვლენილა. როგორც სანტურიანი ამბობს, წყალტუბოში ორი საჩივარი დაიწერა და ორივე დისციპლინარული სახის, რომლებიც თავმჯდომარესა და მდივანს ეხებოდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუწოდებენ წინასაარჩევნოდ გამოვლენილი შესაძლო კანონდარღვევების შესახებ საიას ქუთაისის ოფისს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია.


ნანახია: 2035-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ.
"საია" მონიტორინგის შდეგებს უწყებათაშორის კომისიას წარუდგენს.
მათ საიას წარმომადგენლებისაგან დარღვევების სამართლებრივი შეფასებაც მოისმინეს.
სანტურიანმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი თავის გაცნობის შემდეგ, ის გეგმები გააცნო, რომელთა განხორციელებას
საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის მოადგილე გახდა.
სანტურიანი, რომელიც საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტია, ფილიალის თავმჯდომარედ ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ამინდი