Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი' ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა

თარიღი : 30-05-2016, 19:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელშიც მან „ქართული ოცნების“ 4 წლიანი საქმიანობა შეაფასა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისაგან გამოხმაურება მოჰყვა.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩში“ თვლიან, რომ ის მიღწევები, რომლებზეც საუბარია წერილში, რეალობას აცდენილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეგრევე, რაც თვალში გვხვდება ესაა სასამართლოს შეფასება. ნებისმიერ მოქალაქეს ესმის, რომ სასამართლოში უკვე მართული მოსამართლეები უბრალოდ გადმოიბირა „ქართულმა ოცნებამ“ და არსებითად არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ეკონომიკურ მიღწევებზე საუბარს, ეს ყველაფერი რეალობას აცდენილია. ყველა ხედავს, რომ ეკონომიკა გაჩერებულია და მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილების არ არსებობა, დაბალი შემოსავლები და ფასების ზრდაა,“-აცხადებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ივანიშვილის წერილს ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილიც ეხმიანება.

,,დაიღალა ხალხი წერილებით, პამფლეტებითა და სხვა განზომილებიდან საუბრით. ვერანაირი წერილი, წარსულზე საუბარი და დაპირებები ვერ შეცვლის არსებულ მდგომარეობას. მოქალაქეები ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში. ეს არის ფაქტი და ამას ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად. ერთხელ და სამუდამოს უნდა დამთავრდეს ხალხის მოტყუება და დაშინება, როგორც ამას პოლიტიკური პარტიები აკეთებენ.,,ნაციონალური მოძრაობა" და ,,ქართული ოცნება" თანაბრად აშანტაჟებს მოსახლეობას,"-აცხადებს ცამციშვილი.



ნანახია: 2269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.
როგორც გირჩში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგს ისინი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებენ.
ოფისების გახნას ზურაბ ჯაფარიძე და "გირჩის" სხვა ლიდერები დაესწრებიან.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს წარმომადგენლების თქმით, კონცერტის ჩატარების მიზანი ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაცია და

ამინდი