Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წიგნი ობიექტივიდან'-კონკურსი ფოტომოყვარულთათვის

თარიღი : 30-05-2016, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის №13 საქალაქო ბიბლიოთეკა–ფილიალი ფოტოკონკურსს -,,წიგნი ობიექტივიდან“ აცხადებს.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ ბიბლიოთეკისა და წიგნის სამყარო დაინახოს და ჩვეულ გარემოს მეტი ფერები შეუნარჩუნოს.

პროექტში მონაწილეობა ყველა ფოტომოყვარულს შეუძლია, იმ შემთხევაში თუ შემდეგი მოთხოვნები იქნება დაცული: კონკურსში წარდგენილი ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს; ჟიურის ეძლევა უფლება, შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი; კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება; დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება; კონკურსის მონაწილე ვალდებულია ფოტოები წარმოადგინოს ელექტრონული და დაბეჭდილი სახით (15/21-ზე); კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა); სამზე მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად.

კონკურსში 3 საპრიზო ადგილია, თუმცა აღინიშნება ნომინაციებიც: ემოციური მკითხველი; იუმორისტული ფოტო; ფოტოფანტაზია ,,ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, ფოტორეპორტაჟი (სერია მინიმუმ 3 ფოტოსაგან. ჩაითვლება 1 ფოტოდ).

I, II და III ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად ჯილდოს, ხოლო ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტონამუშევრები ბეჭდური და ელექტრონული სახით 2016 წლის 5 ივნისამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ლ. ნუცუბიძის ქ. N1, სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ტელ.: 24 57 76; მობ.: 599 39 84 99; ელ.ფოსტა: cisia67@yahoo.com; ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. N197; ტელ.: 29 03 34, მობ.: 597 55 55 70; ელ.ფოსტა: bibliotekabib.2015@mail.ru.

კონკურსის ბოლო ეტაპი - გამოფენა-დაჯილდოება 10 ივნისს გაიმართება.


ნანახია: 2121-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფოტომოყვარულს.
.ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას ან მკითხველს.
გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 28 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს.

ამინდი