"ნაციონალებმა ქუთაისში ამომრჩევლებს 20-20 ლარი გადაუხადა"
თარიღი : 29-10-2013, 12:19 | კატეგორია: პოლიტიკა

„მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს 20-20 ლარი დაურიგა,“-ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განუცხადა. წულაიას თქმით „ქართული ოცნება“ სუსტი ხელისუფლებაა, რადგან ისინი დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას უფლებას აძლევენ ამომრჩევლები მოისყიდონ და მოქმედი ხელისუფლება აკრიტიკონ.
„ეს იყო არადემოკრატიული არჩევნები. ამომრჩევლებს „ნაციონალებმა“ და კონკრეტულად გია თევდორაძემ 20-20 ლარი გადაუხადეს, რომ უბნებზე მისულიყვნენ და ხმა მათთვის მიეცათ. ყველაფერს ამას ემატება ის, რომ მოხდა გარიგება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ გია თევდორაძემ, რომელი ქუთაისელიც ვერ მოისყიდა მას უგუნური უწოდა,“- განაცხადა გოგი წულაიამ.