ქუთაისში, პაატა ბურჭულაძის მოძრაობაში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ჯავახიამ პაატა ბურჭულაძეს იმ ტერიტორიის მოვლა-პატრონობისაკენ მოუწოდა, რომელიც მას 20 წლის წინ გადაეცა.
"მინდა გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას 20 წლის წინ გადაცემულ და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დღეს გახსენებულ დასუფთავების პრობლემას.
ეს ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ აღნიშნულ თემით პროვოცირება უკავშირდება ჩვენს ყრილობას და მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა 1996 წლის 4 ივლისს გადაეცა ეს ტერიტორია ბატონ პაატა ბურჭულაძეს, იმდროინდელი მერის თემურ შაშიაშვილის #405 განკარგულებით. 20 წელი გავიდა მას შემდეგ. სასაცილოა, რომ ხელისუფლების აშკარა ინტერესი და პრობლემის ხელოვნურად შექმნა უფრო იკვეთება, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემატიკაზე ზრუნვა მათი მხრიდან.
რაც შეეხება, დასუფთავების და დალაგების საკითხებს გპირდებით, რომ არჩევნების შემდეგ მთელ ქუთაისს და არა მარტო ქუთაისს დავალაგებთ და გავალამაზებთ," - აცხადებს კობა ჩიხლაძე.
ცნობისთვის, საუბარია ქუთაისში, "მწვანე ყვავილას" დასახლებაში, კიბულის N12-ში არსებულ ტერიტორიაზე. ზვიად ჯავახიას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ადგილზე ანტისანიტარიას აპროტესტებენ.