'მერიას ახლა გაახსენდა ბურჭულაძე და სკვერი, მეტი საქმე არაფერი აქვთ?'
თარიღი : 30-05-2016, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, "მწვანე ყვავილას" დასახლებაში, კიბულის N12-ში მაცხოვრებლები ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადების საპასუხოდ განცხადებას აკეთებენ. ჯავახიამ მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიაზე გაამახვილა და ტერიტორიის მეპატრონეს, პაატა ბურჭულაძეს მისი მოწესრიგებისაკენ მოუწოდა. ჯავახიამ ისიც აღნიშნა, რომ ანტისანიტარიის გამო მოსახლეობა დისკომფორტს განიცდის.
თუმცა როგორც გაირკვა, პრობლემა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, "მწვანეყვავილას" მოსახლების ნაწილისთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, აღწერილი ანტისანიტარიული მდგომარეობა რეალობას არ შეესაბამება.
"64 წელია აქ ვცხოვრობ. გველი და რამე მე არ დამინახავს. რაც შეეხება ხვლიკებს, აქ კი არა ჩემს ეზოშიც არის. ტერიტორიაზე ნაგავი არ არის, რადგან მოსახლეობა უვლის ზოგი პომიდორს რგავს, ზოგი სხვა რამეს. მერიას ახლა გაახსენდა ბურჭულაძე და სკვერი, მეტი საქმე არაფერი აქვთ?,"- აცხადებს " მწვანეყვავილას" მკვიდრი ვარლამ ძოწენიძე.
თავად მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისში ოფისში კი განცხადებას მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნად აფასებენ.