ქუთაისის მერია პაატა ბურჭულაძეს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის დასუფთავებისკენ მოუწოდებს
თარიღი : 30-05-2016, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერია ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აღნიშნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
ჯავახიას განცხადებით, "მწვანე ყვავილას" პანთეონის მიმდებარე ტერიტორია, კიბულის ქუჩა N12, სადაც ანტისანიტარიის მოწესრიგებას "მწვანე ყვავილას" მოსახლეობა ითხოვს, 1996 წელს გასხვისდა და პაატა ბურჭულაძეს (ამჟამად პოლიტიკური მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერს) საჩუქრად გადაეცა.
როგორც ჯავახია ამბობს, ქალაქის მერიას არ აქვს უფლება კერძო საკუთრება დაასუფთაოს ან რაიმე სამუშაოები განახორციელოს, თუმცა მერია პაატა ბურჭულაძეს მოუწოდებს, რომ წლების წინ მიტოვებული ტერიტორია მოაწესრიგოს და მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინოს.
"ჩვენ გამოვიკვლიეთ აღნიშნული თემა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ტერიტორია არ წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებას და იგი პაატა ბურჭულაძეს, ქალაქის მაშინდელი მერისგან, ყოველგვარი აუქციონის გარეშე საჩუქრად გადაეცა. ჩვენ მოვუწოდებთ პაატა ბურჭულაძეს და ზოგადად კერძო მესაკუთრეებს, რომ დაასუფთაონ თავიანთ საკუთრებაში არსებული და წლობით მიტოვებული ტერიტორია, რათა არ შეექმნათ დისკომფორტი იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს,"-განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
შეგახსენებთ, რომ 980.00 კვ.მ ფართობის ტერიტორია პაატა ბურჭულაძეს შემოქმედებითი სალონისა და საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გადაეცა.